წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ავტოსაგზაო შემთხვევას 55 წლის კაცი ემსხვერპლა. მოპედის მძღოლი სავალი გზიდან საპირისპირო მხარეს გადავიდა, რა დროსაც მსუბუქ მანქანას შეეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.