მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით მიმავალი BMW-ს მარკის მანქანა დაეჯახა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გავრცელებული ცნობით, დაკავებულია 2000 წელს დაბადებული მსუბუქი მანქანის მძღოლი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.