გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მინი ტრაქტორს შეეჯახა, რის შემდეგაც მოცურდა და ამობრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში მყოფი ცოლ- ქმარი და ოთხი წლის ბავშვი მძიმე ტრავმებით გურჯაანში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაწყებულია გამოძიება.