დაიღუპა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ბათუმში, 16 აგვისტოს ზღვაში სკუტერი დაეჯახა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
თვითმხილველმა გამოცემას უთხრა, რომ კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს, მას დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიღებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.