რუსთავში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საცხოვრებელ სახლში 50 წლამდე კაცსა და 40 წლამდე ქალს ეჭვიანობის ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაჭრილი ქალი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, მის სიცხოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცავებმა ბრალდებული ადგილზე დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.