პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ მკაცრად დაგმო კიევის გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის დაბარების შესახებ.
„ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ერთადერთია, ვინც დარჩა კიევში უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, არ უნდა გამოეძახათ. ეს არ უნდა მომხდარიყო. საერთაშორისო პოლიტიკაში, მიმდინარე ომის პირობებში, იმ უდიდესი მხარდაჭერის ფონზე, რომელსაც პოლონეთი უკრაინას უწევს, ასეთი შეცდომები დაუშვებელია“, – წერს მატეუშ მორავიეცკი Twitter-ში.
მისი თქმით, პოლონეთისთვის ნებისმიეირ სხვა სახელმწიფოს ინტერსები არასდროს იქნება თავის ინტერესებზე მაღლა.
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მარჩინ პშიდიჩის განცხადების შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი ბარტოშ ციხოცკი დაიბარეს.
მარჩინ პშიდიჩმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ კიევი პოლონეთის დახმარების როლს დააფასებს.