თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკეში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულ 7 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.