ოკუპირებულ გალში დაკარგული 28 წლის ნათია ბახტაძე გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალი ზღვის პირას, ფიჭვნარში იპოვეს. მათი მტკიცებით, ის მოკლულია, რადგან სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება.
ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ნათია ბახტაძეს ოკუპირებულ აფხაზეთში ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.