გემი, რომელიც უცხო ქვეყნიდან მოდის, უცხო ქვეყანაში მიდის და, შეიძლება, ამ გემზე რუსეთის მოქალაქეები არიან, ამიტომ ასეთი ობსტრუქცია უნდა მოვაწყოთ? – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ბათუმში საკრუიზო გემის შემოსვლასთან დაკავშირებით გუშინ გამართულ აქციას შეეხებოდა.
მისი თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად ცდილობს, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბოს და ესკალაცია მოახდინოს
„რა გინდათ, რას მივაღწიოთ, საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით ჩაკეტილი ქვეყანა იყოს? თუ სადმე რუსი არსებობს, ამიტომ ყველაფერს საბოტაჟი და ობსტრუქცია გამოვუცხადოთ? ვხედავთ, რომ ტენდენციაა სიტუაციის დაძაბვის და როცა პროვოკაციას პროვოკაციით პასუხობ, სწორედ ეს იწვევს ობსტრუქციას. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად ცდილობს, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბოს და ესკალაცია მოახდინოს. იქ მოქალაქეების მიყვანაც, გარკვეულწილად, ოპოზიციის მოწოდებით მოხდა. თუ ნაკლებად შევეცდებით, რომ სიტუაციის ესკალაცია მოვახდინოთ, ეს იქნება უკეთესი. ყოველთვის იქნება შესაძლებელი, რომელიმე გემზე რუსი მოვძებნოთ, რომელიც რაღაცას იტყვის და ამის გამო მუდმივად დაძაბულობაში ვიყოთ/ არც ხელგაშლილ მიღებაზეა საუბარი. არის გემი, რომელზეც უამრავი უცხოელი ტურისტია და ვიღაც რუსი ტურისტიც, ამიტომ ობსტრუქცია უნდა მოვაწყოთ?“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.