24 დეკემბერს, თბილისში, პრესტიჟული მედიაჯილდოს ოქროს პერგამენტის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
2011 წლის ლაურეატის წოდება მიენიჭა და ეროვნული მედია ჯილდო „ოქროს პერგამენტი 2011, გადაეცა ცნობილ ქართველ მწერალს, თეიმურაზ ჭუმბურიძეს საუკეთესო პროზაული ნამუშევრისთვის - „რა იქნება ხვალ“
ან ნომინაციაში გამარჯვებისთოს 47 კანდიდატი იბრძოდა, თუმცა ჟიურის მიერ, თეიმურაზ ჭუმბურიძის ნამუშევარი შეფასდა, როგორც მოდერნისტული ლიტერატურის ბრწყინვალე ნიმუში.
"ოქროს პერგამენტი" - არის პრესტიჟული ეროვნული მედია ჯილდო, რომელიც გადაეცემა ხელოვნების დარგში წლის ადამიანს, წლის პროექტს, წლის კომპანიას 11 სხვადასხვა ნომინაციაში.სთ
პრესტიჟული ეროვნული მედია ჯილდოს - "ოქროს პერგამენტი" დამფუძნებელია საქართველოს ახალი ამბების სააგენტო ჯი ეიჩ ენ • GHN, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ლიდერ მედიაპლატფორმას პროფესიონალთა გუნდით, მაღალი რეპუტაციითა და სანდოობით, როგორც მედია ბაზარზე, ასევე საზოგადოებაში.
,,ოქროს პერგამენტის’’ ლაურიატის წოდება ენიჭება და სახელობითი ჯილდო გადაეცემა წლის ადამიანს , პროექტს, კომპანიას, რომელიც სრულად პასუხობს კონკურსის მოთხოვნებს, ექსპერტების და ჯილდოს ორგანიზატორების მიერ დაწესებული შეფასების მაღალ კრიტერიუმებს და საერთაშორისო სტანდარტებს, აქვს ეროვნული აღიარება, არის კრეატიული, შემოაქვს განსაკუთრებული სიახლე, აქვს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და მაღალი რეპუტაცია, ხელს უწყობს განვითარებას და პროგრესს, ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში.
ლაშა ნოდია