ყველანაირი მცდელობა იქნება და არის, რომ საქართველო მუდმივად დარტყმის და ზეწოლის ქვეშ იყოს. ნიმუშების უკანონოდ გატანა და მოპოვება სწორედ იმას ემსახურებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„როგორც წესი, ომი ერთუცნობიანი განტოლება არ არის, მრავალუცნობიანი განტოლებაა. ფაქტია, ამ ომში სააკაშვილს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონოდა საქართველოში, როგორც მეორე ფრონტის გახსნის ფლაგმანს. ვინაიდან მეორე ფრონტი პირდაპირ არ გამოვიდა, ახლა ყველანაირი მცდელობა იქნება და არის, რომ საქართველო მუდმივად დარტყმის და ზეწოლის ქვეშ იყოს. ნიმუშების უკანონოდ გატანა და მოპოვება სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ ამ ნიმუშის დამუშავებას მოახდენდნენ. ამას ოფიციალური მტკიცებულების სახე ვერ ექნებოდა, მაგრამ ვინ ეკითხება სტრასბურგს? სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში ასეა საქმე დაყენებული. ეს იქნებოდა მორიგი, ძალიან დიდი პროპაგანდისტული ტალღის აგორების საბაბი. ამ ვაი-ექიმს ეს მიზანი ჰქონდა, რომელიც საექიმო ფიცსაც არღვევდა და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.