“საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ალტერნატიული რეალობა შექმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის, საჯარო მოხელეებს დაატარებენ, რომ პრემიერ მინისტრს გამოგონილი მშვიდობისთვის და სტაბოლურობისთვის გადაუხადონ მადლობა." - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ.
ანა წითლიძეს თქ,ით, ასე იქცევიან ხელიუფლებები რუსეთსა და ბელარუსში.
"საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ რაღაცა გამოგონილი და ალტერნატიული რეალობა შექმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ ქვეყანაში, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეები მას მადლობას უხდიან, როდესაც ის დადის რეგიონებში. რეალურად დაატარებენ საჯარო მოხელეებს, რომლებიც დასაქმებული ჰყავთ აიპებში ,სიპებში, ხელფასებს უხდიან საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით და ამ ადამიანებს ავალებენ იმას, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი ,სადაც მივა თითქოს ყველგან უნდა გადაუხადონ მადლობა გამოგონილი მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის. მეორე ალტერნატივის შექმნა, რასაც ცდილობს საქართველოს ხელისუფლება არის ის, რომ ისევ ამ საჯარო მოხელეების გამოყენებით სიპებში და აიპებში დასაქმებული "ქართული ოცნების" გამოყენებით ცდილობს საქართველოს მოქალაქეებს შესთავაზოს გამოგონილი რეალობა, თითქოს ოპოზიციის წარმომადგენლები,რომლებიც რეგიონში ჩადიან მათ ქვებით და ძალადობით ხვდებიან საქართველოს მოქალაქეები. არსებობენ სიპებში და აიპებში დასაქმებული ადამიანები "ქართული ოცნების"აქტივისტები, რომლებსაც შემდეგ საქართველოს ხელისუფლება იყენებს იმისთვის,რომ ხან ოპოზიციას დაახვედროს და ქვების დაშენა დაავალოს, ხან პრემიერ-მინისტრს დაახვედროს და მადლობის თქმა დაავალოს. ასე იქცევიან ისეთ ქვეყნებში, როგორიც რუსეთი და ბელარუსი, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებისგან ეს გასაკვირი არ არის ნამდვილად." - განაცხადა ანა წითლიძემ,