საზღვაო ადმინისტრაციაში მოკვლეულ მასალებს პორკურატურა სწავლობს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, მოკვლეული საქმე უკვე პროკურატურაშია გადაგზავნილი და საბოლოო გადაწყვეტილებასაც პროკურატურა გამოიტანს.
"ის ინფორმაცია, რაც ჩვენ მოვიპოვეთ პროკურატურაშია გადაგზავნილი. უკვე პროკურატურა განიხილავს იმ საკითხებს, თუ რა დანაშაული იქნა ჩადენილი საზღვაო ადმინისტრაციაში, ბოლო წლების განმავლობაში", - განაცხაა ვერა ქობალიამ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა საზღვაო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხციც დადგეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია საზღვაო დარგის სპეციალისტებს გუშინ ბათუმში შეხვდა. შეხვედრა სასტუმრო "შერატონში" გაიმართა და მისი მიზანი იყო, გაანალიზდეს საზღვაო სფეროში არსებული პრობლემები და დარგის სპეციალისტებთან ერთად მისი გადაჭრა მოხდეს.
ქობალიას განმარტებით, საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ ინგლისელი სპეციალისტები, რომლებიც ქართულ მხარეს სტრატეგიის დაწერაში დაეხმარებიან. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი დავითაძე კი აცხადებს, რომ სისტემა ტოტალურად უნდა შეიცვალოს.
ევროპამ ქართველი მეზღვაურების დიპლომების დასაშვებობა ეჭვქვეშ დააყენა, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ქართველი მეზღვაურები ევროპულ გემებზე ვერ დასაქმდნენ.
ქობალიას განმარტებით, 2006 წელს საქართველოში ჩამოსული იყო ევროკავშირის აუდიტი და იმავე წელსვე დადებული აუდიტორული დასკვნით, ევროკავშირმა საქართველოს რამდენიმე პუნქტის შესრულება მოსთხოვა. რამდენიმე პუნქტი უკვე დაკმაყოფილებულია, თუმცა რამდენიმე პუნქტის შესრულებისთვის ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო.
ევროპის საზღვაო ორგანიზაცია "EMშA"-მ საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციაში კვლევა 2006-2007 წლებში ჩაატარა. დარღვევების შესახებ კი გაფრთხილება საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციამ მიმდინარე წელს მიიღო.