ხაბეიშვილი რაც მეტს ივლის რეგიონებში, უკეთესია, ვინმემ არათუ ხელი უნდა შეუშალოს, პირიქით, მეტად უნდა შევუწყოთ ხელი მის სიარულს რეგიონებში, რადგან კარგად გამოჩნდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ხაბეიშვილის გამარჯვება საოცრებაა, ეს არის ერთგვარი ოქსიმორონი“.
„რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ეს წინა შემთხვევის დროსაც ვთქვი, როდესაც ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ სამოქალაქო აქტივისტები. მე ვთქვი, რომ ეს არ არის სწორი, ეს არ არის მიზანშეწონილი. არ შეიძლება, ხაბეიშვილი ხელოვნურად აქციო მნიშვნელოვან ფიგურად. რაც მეტს ივლის ხაბეიშვილი რეგიონებში, მით უკეთესია. არათუ ხელი უნდა შეუშალოს ვინმემ, პირიქით, რაც შეიძლება მეტად უნდა შევუწყოთ ხელი ხაბეიშვილის სიარულს რეგიონებში, რადგან უფრო მეტად კარგად გამოჩნდება ამ აგენტურის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახე, პარტია „ნაცმოძრაობის“ სახე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, როგორც წინა შემთხვევაში, აქაც მოვუწოდებ ნებისმიერ ადამიანს, სამოქალაქო აქტივისტს, ჩვენს მხარდამჭერებს, რომ პირიქით, რაც შეიძლება, მეტი გასაქანი მისცენ ხაბეიშვილს, რომ მეტი იაროს რეგიონებში, მეტად წარმოაჩინოს „ნაცმოძრაობის“ ნამდვილი სახე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.