რუსეთი აქტიურად დაიცავს თავის მოქალაქეებს, მათ შორის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს, რა რთულ სიტუაციებშიც არ უნდა აღმოჩნდნენ ისინი. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის საგარეო დაზვერვის შტაბბინაში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გააკეთა, რომელიც არ სამსახურის 90 წლისთავს მიეძღვნა.
"სახელმწიფო პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს თავის თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციაში ხვდებიან, ხანდახან კი ძალიან რთულ სიტუაციებში. ეს მთლიანად ვრცელდება საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებზე ამაში ეჭვიც არ შეგეპაროთ", _ განაცხადა მედვედევმა.