საქართველოს ხელისუფლება უკიდურესად დეცენტრალიზებული რჩება, როგორც ვერტიკალურად ისე ჰორიზონტალურად. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიას პარლამენტსა და და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ადგილების უმრავლესობა უჭირავთ, ქვეყანაში ძირითად გადაწყვეტილებებს ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფი იღებს. - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაცია "International Crisis Group": -ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში.
ანგარიშის ავტორთა თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ პრეზიდენტმა არა თუ დაკარგა პოპულარობა, არამედ თავისი პოზიციები გაამყარა კიდეც, მათ შორის რუსეთის გადაწყვეტილების საფუძველზეც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. იგი წარმოჩინდება, როგორც ერთგვარი "პროდასავლური გმირი, რომელიც რუსი არამზადების წინააღმდეგ იბრძვის", _ ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის ავტორები ასევე აცხადებენ, რომ სააკაშვილს ჯერ ჯერობით თავისი "მემკვიდრე" არ შეურჩევია და ამ მიმართულებით "სიურპრიზებია" მოსალოდნელი.
ანგარიშის ერთ-ეთი ავტორის ლოურენს შიტის თქმით, ომიდან ორი წლის შემდეგ მთავრობას ჰქონდა რამდენიმე სერიოზული მცდელობა საკვანძო გადაწყვეტილებებისათვის მეტი გამჭვირვალობა მიეცა. მაგალითად, კონსტიტუციის პროექტის განსახილველად მოწვეული იყო ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციები.
თუმცა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული ასეთი მცდელობები შესაძლოა არასაკმარისი იყოს მოსალოდნელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე. ძირითადი ზეწოლა უნდა გაკეთდეს სამართლიან საარჩევნო სისტემაზე, თავისუფალ სასამართლოსა და თავისუფალ მედიაზე.
მასალის გამოყენების პირობები