ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის გამო შექმნილი გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა.
„გუშინ საგანგებო სიტუაციების კომიტეტი მეთხუთმეტედ შეიკრიბა და რეკომენდაცია გამიწია, გამომეცხადებინა საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის დასრულება. მე მივიღე ეს რჩევა. ამიტომ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობას დასრულებულად ვაცხადებ“, – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს აჰდანომ ღებრეისუსმა.
მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ COVID-19 დასრულდა, როგორც ჯანმრთელობის გლობალური საფრთხე
მისივე ინფორმაციით, პანდემიით სულ მცირე შვიდი მილიონი ადამიანი დაიღუპა.