ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის მიხაილ მიზინცევის გადაყენება მიუთითებს, რომ უკრაინაში რუსეთის არმიისთვის ლოჯისტიკური პრობლემები კვლავ ცენტრალურია.
მიზინცევი სამხედრო ლოჯიკისტიკას ხელმძღვანელობდა და აღნიშნულ პოსტზე მხოლოდ რვა თვე დაჰყო. ანგარიშის თანახამდ, რუსეთს არ ჰყოფნის საბრძოლო მასალები წარმატებული შეტევისთვის, რაც იწვევს შიდა უთანხმოებას - უპირველესად თავდაცვის სამინისტროსა და დაჯგუფება „ვაგნერს“ შორის.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი კვლავ პრიორიტეტს ანიჭებს თავდაცვის ინდუსტრიის მობილიზებას, მაგრამ თავს ვერ ართმევს ომის მოთხოვნებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, მიზინცევის ნაცვალდ, უწყების ხელმძღვანელის მოადგილს პოსტზე ალექსეი კუზმენკოვი დაინიშნა.