ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რვა წლის ბავშვისა და შუახნის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.