ისტორიაში პირველად, გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე შვეიცარია გახდა. მანამდე გაეროსს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა რუსეთი იყო.
ერთი თვის განმავლობაში შვეიცარია გეგმავს, უმასპინძლოს დებატებს მდგრადი მშვიდობის შესახებ.
ასევე მაისში დაგეგმილია ღონისძიება, რომელიც ორგანიზაციის სამშვიდობო საქმიანობის 75 წლის იუბილეს მიეძღვნება.
შვეიცარიამ პრიორიტეტად ოთხი თემა გამოაცხადა: მდგრადი მშვიდობის განვითარება, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, უშიშროების საბჭოს მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესება და კლიმატის უსაფრთხოების საკითხების მოგვარება.