ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ამბობს, რომ უმჯობესია საშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოწოდებები რუსეთის პრეზიდენტისკენ იყოს მიმართული. ამის შესახებ მან ტვიტერში დაწერა.
„ნუ სთხოვთ „ორივე მხარეს“ “მშვიდობის განხილვას“ შეჭრის შემდეგ. მოუწოდეთ დამპყრობელს, წავიდეს. ის, ვისაც მშვიდობა უნდა, თავიანთი მოთხოვნებით პუტინს უნდა მიმართოს და არა ზელენსკის“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ უკრაინა არ წავა დათმობებზე რუსეთთან, რომელიც არ არის დაინტერსებული მოლაპარაკებით, მისივე თქმით, დათმობები ვერ უზრუნველყოფს მსოფლიოს სტაბილურობას.
უნგრეთში აშშ-ის ელჩმა დევიდ პრესმანმა განაცხადა, რომ მეზობელ უკრაინაში უნგრეთის მთავრობის მოწოდება ცეცხლის შეწყვეტისკენ არის ცინიზმი იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ჯარს ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.
როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად, უნგრეთის ხელისუფლება არ წყვეტს კავშირს რუსეთთან. კერძოდ, უნგრეთის ხელისუფლება აქტიუარდ ლობირებს ერვოკავშირში რუსულ გაზზე, ნავთობსა და ბირთვულ საწვავზე სანქციების მოხსნას.