გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი ფიქრობს, რომ უკრაინაში შეჭრის მიუხედავად, რუსეთის მიმართ მისი პოლიტიკა სწორი იყო. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა ZEIT-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან სწორი უწოდა თავის ძლისხმევას მინსკის პროცესის ფარგლებში დონბასის კონფლიქტის გადაწყევტასთან დაკავშირებით.
„მე ვემხრობი მაშინდელ დიპლომატიურ მცდელობებს {კონფლიქტის დარეგულირების}. ჩემდა სამწუხაროდ, იყო ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც არ იყო ასე დაინტერესებული“, - განაცხადა მან.
მერკელი ირწმუნება, რომ ახლაც ის ძალიან შეშფოთებულია უკრაინის გამო.
„ვცდილობდი ამ ვითარების შეჩერებას იმ შესაძლებლობებით, რაც გამაჩნდა. ის ფაქტი, რომ ამან არ იმუშავა, არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ ეს მცდელობა არასწორი იყო“, - განაცხადა მერკელმა.
გერმანია ერთ-ერთი მონაწილე იყო ე.წ. მინსკის შეთანხმების, რომლის ფარგლებშიც უნდა დარეგულირებულიყო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დიპლომატიური გზებით.
მერკელი ასევე იყო „ნორმანდიულ ფორმატის“ წევრი - მოლაპარაკების ჯგუფის, რომელშიც გაერთიანებულები იყვნენ უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრნაგეთის ლიდერები.
ამავე დროს, მერკელი იყო მთავარი მხარდამჭერი 2014 წლის შემდეგ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრიმლობის გაფართოების. მათ შორის „ჩრდილოეთ ნაკადი2“-ის მშენებლობის. მოგვიანებით, გერმანულმა მედიამ ამ გადაწყვეტილებას ბოლო წლების გერმანიის ყველზე დიდი სირცხვილი უწოდა.
ასევე მერკელი მიიჩნევა 2008 წელს ნატო-ს სამიტზე ალიანსში გასაწევრიანებლად უკრაინისთვის სამოქმედო გეგმის მინიჭების მთავარ მოწინააღმდეგდ. ექსპერტების დიდი ნაწილი ფიქრონს, რომ სწორედ ამის გამო რუსეთმა გადაწყვუტა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება.
ამასთან, ცნობილია, რომ მერკელი პირადად ბლოკავდა უკრაინითვის ნებისმიერი სახეობის იარაღის მიწოდებას, კანცლერობის ბოლო დღეებამდეც კი, როდესაც რუსეთს უკრაინის საზღვრებთან ჯარის განთავსება უკვე დაწყებული ჰქონდა.