უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ უნგრეთის, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნის მოქმედებები არაადეკვატურია.
ამის შესახებ მან ფინელ, შვედ და დანიელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნგრეთში პოლიტიკური ელიტების პოლიტიკური დაბნეულობაა.
„ძალიან უცნაური ვითარებაა, შესაძლებელია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყანა მხარს უჭერდეს რუსეთს და ნატო-ს წინააღმდეგი იყოს?. მიმაჩნია, რომ ეს არაადეკვატური მოქმედებაა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია... თუ მოკავშირეები ამბობენ, რომ რუსეთი ჩვენ გვიწოდებს მტერს და რუსეთს ადგილი უნდა მივუჩინოთ, მაშინ არ შეიძლება ერთი სახელმწიფო ამბობდეს: „არა, რუსეთი ჩვენი მოკავშირეა“. ეს ნიშნავს, რომ ალიანსის მოკავშირე არ ხარ. თუ შენ დე-იურე მოკავშირე ხარ, დე-ფაქტო კი მის წინააღმდეგ მუშაობ, არ უნდა უთხრა უკრაინას შევიდეს თუ არა ნატო-ში, შენ არ უნდა შექმნა დაბრკოლება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
გასულ კვირას კიევში ვიზიტისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება ალიანსის ყველა წევრ-ქვეყანასთან, ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულმა განცხადებამ უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის აღშფოთება გამოიწვია.