რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი წერს, რომ პოლონეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნების აზრს ვერ ხედავს.
„მე ვერ ვხედავ პოლონეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნების აზრს. ეს სახელმწიფო ჩვენთვის არ უნდა არსებობდეს, ვიდრე რუსოფობები არიან ხელისუფლებაში და უკრაინა სავსეა პოლონელი დაქირავებული ჯარისკაცებით, რომლებიც დაუნდობლად უნდა განადგურდნენ სუნიანი ვირთხებივით", - წერს მედვედევი.
მან აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დღეს, დილით ვარშავის მერიის წარმომადგენლები, პოლიციასთან ერთად რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე მდებარე სკოლაში შევიდნენ.
როგორც რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები ამბობენ, მერიის თანამშრომლებმა აღწერა ჩაუტარეს ქონებას და სკოლის პერსონალს ტერიტორიის დატოვების ვადა პოლონეთის დროით, 19:00 საათამდე მისცეს.
„ვარშავის ასეთი თავხედური, სახელმწიფოებს შორის ცივილიზებული ურთიერთობის ჩარჩოებიდან გასული ნაბიჯი ჩვენი სასტიკი პასუხის გარეშე არ დარება. ეს უნდა იცოდნენ ასეთი პროვოკაციული ქმედებების ინიციატორებმა“, - ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.