უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ დროა დასავლელმა პარტნიორებმა უკუაგდონ შიში „რუსეთის პროვოცირებასთან“ დაკავშირებით და უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცენ.
ამის შესახებ კულება Twitter-ში წერს.
მინისტრმა ჩამოთვალა შეიარაღების სახეობები, რომლებიც როგორც თავიდან დასავლეთში ამბობდნენ „გამოიწვევდა რუსეთის პროვოცირების ესკალაციას: არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, საჰაერო თავდაცვა, ტანკები, შორის მოქმედების რაკეტები.
თუმცა მისი თქმით, მოსალოდნელი ესკალაცია არ მომდხარა.
„F-16-ის გამანადგურებლები ასევე არ გამოიწვევნ {ესკალაციას}. უკრაინისთვის F-16-ების გადაცემა შეაკავებს რუსეთს და არ გამოიწვევს მის პროვოცირებას. ნაბიჯის გადადგმის დროა“, - წერს კულება.