ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა კიევს დაპირებული სამხედრო ტექნიკის 98 პროცენტი გაუგზავნეს. მისი თქმით, უკრაინას გადაეცა 1 550 ჯავშანტრანსპორტიორი და 230 ტანკი, ასევე ძალიან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა.
„საბრძოლო მანქანების 98 პროცენტზე მეტი, რომელსაც უკრაინას დავპირდით უკვე გადავეცით (უკრაინის სარდლობის განკარგულებაში}“, - გნუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, გადაცემული ტექნიკის გათვალისწინებით, უკრაინის არმიას აქვს საჭირო ტექნიკური შესაძლებლობები ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.
სტოლტენბერგმა ასევ ისაუბრა გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ.
მისი თქმით, ნატო-შ მიესალმებიან ორი ლიდერის პირველ საუბარს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, თუმცა აღნიშნა, რომ ჩინეთი კვლავ არ გმობს რუსეთის შეჭრას სუვერენულ ქვეყნაში.