უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ მიკოლაივის დაბომბვას ეხმიანება.
ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთის ძალებმა მიკოლაივზე იერიში „კალიბრის“ ტიპის ოთხი რაკეტით მიიტანეს. მისი განცახდებით, ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმა მიმართული იყო კერძო სახლების, ისტორიული შენობისა და მრავასართულიანი სახლის წინააღმდეგ.
„ამ დროისათვის ცობილია ერთი დაღუპულისა და 23 დაშავებულის შესახებ, მათ შორის არის ბავშვი. მარადიული ხსოვნა დაღუპულს, დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ეს არის კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, რომელსაც ტერორისტები ვერ გაექცევიან. ვიპოვით ყველა დამნაშვეს, ყველაფრისთვის პასუხს აგებენ“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა Telegram-ზე.
მიკოლაივზე სარაკეტო იერიში ოკუპანტებმა გასულ ღამეს მიიტანეს.