ევროპაში ნატო-ს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების უმაღლესმა სარდალმა და აშშ-ის არმიის გენერალმა, კრისტოფერ კავოლიმ განაცხადა, რომ უკრაინელები კარგ პოზიციაში იმყოფებიან რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ კონტრშეტევის განხორციელებისთვის. იუწყება CNN.
„მოდელირების თანახმად, რომელიც მათთან ერთად საგულდაგულოდ ჩავატარეთ, უკრაინელები კარგ პოზიციაში იმყოფებიან {კონრეშეტევისთვის}, - განაცხადა კავოლიმ.
კავოლიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის სახმელეთო ძალების რაოდენობა დიდი დანაკარგის მიუხედავად, დღეს უფრ მეტია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო.
მისი თქმით, სახმელეთო ჯარების გარდა, რუსეთს აქვს კიდევ მეტი შესაძლებლობები, რომელიც შესაძლოა, გამოიყენოს.
მისივე თქმით, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ძალიან მცირე დანაკარგი განიცადეს, მათ 80 თვითმფრინავი დაკარგეს. „მათ {რუსებს} კიდევ აქვთ 1000 გამანადგურებელი და გამანადგურებელ-ბომბდამშენი“, - განაცხადა კავოლიმ.