საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი ადასტურებს საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს.
მისი თქმით,საქართველოს სჭირდება მეტი რეფორმები, რადგან წლის ბოლოს განიხილება კანდიდატის სტატუსი.
„ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ლანჩი გვქონდა, რათა განგვეხილა ისტორიული შესაძლებლობა საქართველოს ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, რომელსაც ასევე სჭირდება დემოკრატიის გაძლიერება. ვადასტურებთ, რომ საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის, მაგრამ სჭირდება მეტი რეფორმები, რადგან წლის ბოლოს განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ მოვუწოდებთ მინისტრ დარჩიაშვილს, გაუგზავნოს პოზიტიური სიგნალები ბრიუსელსა და წევრ ქვეყნებს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული პრიორიტეტების განხორციელებით“, – განაცხადა ბორელმა.