პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ რუსთი თავისი გეოპოლიტიკურო სიხარბის გამო, უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო სამხედრო სამიზნედ სხვა სახელმიწფოს აირჩევს.
ამის შესახებ მან იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დუდამ აღნიშნა, რომ ყველა, ვინც დღეს უკრაინის დახმარების შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოდის იმ პირობებში, როდესაც რუსეთი განაგრძობს სამხედრო ესკალაციას უკრაინის ტერიტორიაზე, რეალურად მოქმედებს მოსკოვის ინტერესებიდან გამომდინარე და სურს, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს. იუწყება Polskie Radio 24
დუდას აზრით, თუ მსოფლიო შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, რუსეთი შეძლებს ომში გამარჯვებას, თუმცა მისი ამბიციებიდან გამომდინარე, არ გაჩერდება.
„თუ უკრაინას არ დავეხმარებით, რუსეთი ამ ომში გაიმარჯვებს, რაც იქნება მხოლოდ პირველი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან გააფართოვოს თავისი ბატონობა ევროპის ამ ტერიტორიის ხალხებზე“, - განაცხადა დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, პოლონელებმა კარგად იციან რუსების ეს სიხარბე. „სიხარბე იბატონონ სხვებზე, დაიმონონ სხვა ხალხები, გაანადგურონ მათი პოტენციალი და გამოიყენონ ისინი“, - განაცხადა დუდამ.
მან იტალიის პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვარშავა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას და ამისკენ მოუწოდებს პარტნიორებსაც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კიევმა იგრძნოს უწყვეტი მხარდაჭერა, მხოლდო ამ შემთხვევაში ვერ შეძლებს რუსეთი გამარჯვებას. „თუ რუსეთი ამ ომში გაიმარჯვებს, შემდეგ თავს სხვა ქვეყანასაც დაესხმება“, - აღნიშნა ანჯეი დუდამ.