სლოვაკეთი უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს დროებით წყვეტს. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინიდან დროებით შეწყდება მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების იმპორტი.
მანამდე პოლონეთმა გადაწყვიტა, უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის შეჩერება. ხსენებული გაადწყვეტილების თანახმად, შეზღუდვა 30 ივნისამდე იქნება ძალაში.
უკრაინიდან მარცვლეულისა და ზეთის იმპორტი შეწყვეტის შესახებ 16 აპრილს უნგრეთმაც განაცხადა. ვარშავისა და ბუდაპეშტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ევროკავშირში, სადაც განაცხადეს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების ცალმხრივად მიღება მიუღებელია და აუცილებელია ბრიუსელთან კოორდინაცია.