სლავიანსკში რუსეთის ძალების დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, დაშავებულია 24 ადამიანი. ამ დროისათვის ხუთსართულიან სახლში სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ავრცელებს.
დაღუპულთა შორის 2 წლის ბავშვია.
14აპრილს რუსეთის ძალებმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ სლავიანსკზე. ოკუპანტებმა ქალაქს С-300 ტიპის 8 რაკეტა ესროლეს.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა 15 ადამიანი, 24 დაშავდა.
ყველაზე დიდი ზიანი მიადგა ხუთსართულიან სახლს, სადაც სამაშველო სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.