მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსეთის ძალების მიერ ერთ-ერთი დასახლების სარატეკო თავდასხმას ორი მოზარდი ემსხვერპლა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება 17 წლის ბიჭისა და 18 წლის გოგონას დაღუპვის შეხაებ ქალაქ სნიგირიოვკაში.
წინასწარი მონაცემებით, 16 აპრილს ღამით, რუსეთის არმიამ ქალაქის წინააღმდეგ С-300 ტიპის ათამდე რაკეტა ისროლა.
ვიტალი კიმის ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები: რამდენიმე სასწავლო დაწესებულება, საავადმყოფო და კულტურის სახლი.