23 ნოემბერს საპატიმროს სავარაუდოდ 50 მსჯავრდებული დატოვებს. შესაწყალებელ პატიმართა ზუსტი რაოდენობა დღეს გაირკვევა.
შეწყალების კომისიის წევრები პატიმრების საქმეებს დეტალურად განიხილავენ და სიას პრეზიდენტს წარუდგენენ, რომელიც მორიგ აქტს ხელს 23 ნოემბერს მოაწერს. კაომისია სულ 152 მსჯავრდებულის საქმეს განიხილავს, მათ შორის არის 7 არასრულწლოვანისა და 17 მსჯავრდებული ქალბატონის საქმე, არის მძიმე საქმეებიც, თუმცა, როგორც წინასწარ არის ცნობილი, კომისია თავს შეიკავებს, რეკომენდაცია გაუწიოს ისეთ პატოიმრებს, რომლებიც სასჯელს იხდიან მეორედ ან მძიმე დანაშაულებისათვის, აგრეთვე შეწყალება არ შეეხება პატიმრებს, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღებისათვის არიან დაკავებული.
სულ 152 საქმეა, თუმცა, წინასწარ არის ცნობილი, რომ დაახლოებით 50 საქმე გადაეცემა პრეზიდენტს განსახილველად, შემდეგ უკვე პრეზიდენტი გადაწყვეტს ამ 50-დან რამდენი პატიმარი შეიწყალოს 23 ნოემბრისათვის.