პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ იმ დროს, როცა საქართველო ბელარუსს გაუფრთხილდა, ქვეყნის პრეზიდენტმა ოკუპაციის კანონი დაარღვია.
"როცა მთელმა ევროპამ საჭიროდ მიიჩნია, გამიჯვნოდა ბელარუსს, ჩვენ გავუფრთხილდით მათ და არ შევუერთდით ევროკავშირს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. ამ დროს ბელარუსის პრეზიდენტი არ გაგვიფრთხილდა, არ გაუფრთხილდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაარღვია ოკუპაციის კანონი და უღალატა არაღიარების პრინციპს - ახია ჩვენზე!" - თქვა პრეზიდენტმა.