საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ლოტოტრონის მეთოდით დირექტორების დანიშვნა იყო შეცდომა, ეს მთავრობამ აღიარა. თუმცა, მინისტრი არ მიიღებს შენიშვნებს იმ ექსპერტებისგან, რომლებმაც ეს მეთოდი ჩამოაყალიბეს.
"მე არ მაწუხებს კომპლექსი იმის გამო, რომ ამ უწყებამდე სხვა უწყებაში ვმუშაობდი. არავის მივცემ უფლებას, მიითვისოს ან გაფლანგოს და ჯიბეში ჩაიდოს ბავშვებისთვის განკუთვნილი ფული. დირექტორების მოხსნის გამო მე მაკრიტიკებენ ექსპერტები, რომლებმაც ლოტოტრონით დირექტორების დანიშვნა დაამკვიდრეს",-განაცხადა დიმიტრი შაშკინმა "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.