ყურადღებით გავეცანი უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ გეგმას, ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკების პროცესისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრისას განაცხადა.
პუტინის თქმით, აუცილებლად განიხილავენ, მათ შორის, ჩინეთის ინიციატივას.
„ყურადღებით გავეცანით თქვენს მიერ შემოთავაზებულ გეგმას უკრაინაში მწვავე კრიზისის დარეგულირებასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკების პროცესისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა განვიხილოთ ის. ვიცით, რომ თქვენ ემყარებით სამართლიანობის პრინციპებს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური დებულებების პატივისცემას“, - განაცხადა პუტინმა.