სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით სოფელ ბახვში TV პირველის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე,გამოძიება დაიწყო
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სოფელ ბახვში “TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
TV პირველის ინფორმაციით, ბახვში ალტ-ინფოს გურიის ორგანიზაციის ლიდერმა მამუკა ანდღულაძემ TV პირველის ჟურნალისტ ნატო გოგელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაუმტვრია ტელეფონი და აპარატურა.