ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ბიძაშვილმა ბიძაშვილი დაჭრა. 49 წლის ელიზბარ გიგილოშვილს ქვედა კიდურის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.
ინციდენტის მოტივები უცნობია. ადგილობრივების თქმით, მათ კონფლიქტი წარსულში არ ჰქონიათ. დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბრალდებული დაკავებულია.