ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა. იგი გუშინ ახალ ბულვარში დაშავდა. მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა.
შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. ძლიერმა ქარმა ბათუმის ბულვარში ბატუტზე მყოფი ბავშვები გაიტაცა. შედეგად ორი ბავშვი დაშავდა. კიდევ ერთი დაშავებული დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არის მოთავსებული
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.