მექსიკაში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა "ნისანის" მარკის ელექტრომანქანა პირადად გამოსცადა. ტესტ-დრაივს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძეც ესწრებოდნენ.
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით უახლოეს მომავალში საქართველოს საავტომობილო პარკი ელექტრომობილებით შეივსება, რაც საწვავის მოხმარებასა და გამონაბოლქვს შეამცირებს. მუნიციპალურ დონეზე ამას უკვე ახორციელებს ამსტერდამი და კოპენჰაგენი.
"ეს წარმოუდგენელი რევოლუციაა იმიტომ, რომ რეალურად დატენვა შეიძლება ნახევარ საათში და დაძვრისას უფრო სწრაფად იძვრის ვიდრე ჩვეულებრივი მანქანა. ხმა არა აქვს საერთოდ და ძალიან ადვილი სატარებელია.
ეს რეალურად ჩვენ უნდა დავნერგოთ სამთავრობო დონეზე, შემდეგ მთავარ ავტობანებზე გავაკეთოთ ინფრასტრუქტურა, რომ ბატარეის გამოცვლა ადვილად შეიძლებოდეს. და მერე ხალხი თვითონ ნელ ნელა ჩაანაცვლებს.
ახლა ჩვენ ეკონომიკური საშუალება ხალხს რომ ერთბაშად ახალი მანქანები იყიდონ რა თქმა უნდა არა აქვთ, მაგრამ თანდათან როდესაც ინფრასტუქტურა განვითარდება, თვითონ გადაწყვეტს ხალხი, რომ ამაზე გადავიდეს. თუმცა ჩვენ ჯერჯერობით მეორადი მანქანების ბაზარი ვართ.
ეს არის ის რაც რეალურად მსოფლიოში ნავთობის ფასებს დააკლებს მკვეთრად", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.