არ შეიძლება უცხოური აგენტების შესახებ რეპრესიული კანონის მიღება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
„არ შეიძლება უცხოური აგენტების შესახებ რეპრესიული კანონის მიღება. არ შეიძლება სცემო ადამიანები, რომლებსაც თავისუფლება, ევროპისკენ სვლა სურთ ან მიდიოდე ევროპისკენ და იყურებოდე რუსეთისკენ. არ შეიძლება, შენი პრეზიდენტი ნელ-ნელა ციხეში მოკლა. რაც ყველაზე მთავარია, არასდროს არ შეიძლება, უსმენდე რუსეთს. საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ევროპული“, - წერს პოდოლიაკი.