ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთის ძალები უახლოეს ხანებში ბახმუტის ალყაში მოქცევას ვერ შეძლებს.
რუსეთის არმიამ, როგორც ჩანს, უზრუნველყო საკმარისი პოზიციური უპირატესობა, თუმცა ვერ აიძულა უკრაინელი სამხედროები უკან დაეხიათ, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში ოკუპანტები ქალაქის ალყაში მოქცევას ვერ შეძლებენ.
რუსეთის ჯარებმა ბახმუტთან ერთი შეზღუდული შეტევა 4 მარტს განახორციელეს. როგორც 3 მარტს ISW იუწყებოდა, უკრაინის ძალები სავარაუდოდ, ქმნიან პირობებს ბახმუტის რთული რიონებიდან კონტროლირებდი გასვლისთვის, თუმცა ჯერ გაურკვეველია მიიღო თუ არა უკრაინის სამხედრო სარდლობამ გასვლის გადაწყვეტილება.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსების წინსვლა ბახმუტში იყო ნელი და არ იძლევა დარწმუნების საფუძველს,რომ რუსეთის ჯარი ბახმუტს უახლოეს პერიოდში ალყაში მოაქცევს.
ISW-ის შეფასებით, უკრაინის ძალები, სავარაუდოდ, უკან დაიხევენ, ვიდრე ალყაში მოყვებიან. ამასთან, ექსპერტების აზრით, უკრაინელებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ბახმუტში თავიანთი პოზიციების შენარჩუნებ, თუ კი ამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.