პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ'' კანონი მიიღო. კანონი ნარკომომხარებლებს შეხება და მათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდებათ.
ეს ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა. ასევე, სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდებათ სისხლის სამართლის კოდექსის 273-ზე მუხლით მსჯავრდებულ პირებს.
ამასთან, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოსახდელი ნაწილი გაუნახევრდებათ იმ პირებს, რომელთა მიმართაც ამნისტიის გამოცხადების დროს, აღნიშნული მუხლებით სისხლის სამართლებრივი დევნა ან სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.
ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე, დამატებითი სასჯელების შემცირება არ მოხდება და გავრცელდება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელზე.
ამნისტია არ გავრცელდება პირობითი მსჯავრის სახით დადგენილ გამოსაცდელ ვადაზე.
ამნისტია შეეხება მხოლდო იმ პირებს, ვინ შესაბამისი ნარკოდანაშაული, მიმიდნარე წლის 15 ოქტომბრამდე ჩაიდინეს.