პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში უცნობმა კაცმა 30 მილიონი დოლარი გაიღო თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
პრემიერის თქმით, უცნობი კაცი პაკისტანელია.
„ეს არის ქველმოქმედების ისეთი დიდებული აქტი, რომელიც კაცობრიობას საშუალებას აძლევს გაიმარჯვოს ერთი შეხედვით გადაულახავ დაბრკოლებებზე“, - დასძინა შარიფმა.
აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა თურქულმა მედიამაც.