რას ვაკეთებთ მაშინ, როდესაც სხვა ქვეყანაში გამგზავრებას ვაპირებთ? პირველ რიგში ვყიდულობთ ბილეთებს, ვჯავშნით სასტუმროს, შემდეგ კი, ვქმნით აუცილებლად სანახავი ადგილების ჩამონათვალს.
ჩვენ შევეცდებით საქმე გაგიმარტივოთ. ამ სტატიის საშუალებით შესაძლებლობა გექნებათ გაიცნოთ საქართველოს ღირსშესანიშნაობები და შექმნათ თქვენთვის სასურველი სანახაობების ჩამონათვალი.
ზამთარი საქართველოში
საქართველოში ზამთრის საკურორტო ზონები რეგიონების მიხედვით არის დაყოფილი. იმისათვის, რომ საქართველოში დაუვიწყარი ზამთრის მოგზაურობა მოიწყოთ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:
-
თუ მოთხილამურე არ ხარ, ან ბავშვებთან ერთად მოგზაურობ, უმჯობესია მოინახულო ბორჯომი. ეს ქალაქი დედაქალაქიდან 155 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ის მდიდარია მინერალური წყლებით. აქ მდებარეობს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ბორჯომის ცენტრალური პარკი, ახვიდეთ საბაგიროზე და დატკბეთ ულამაზესი ხედებით.
-
საქართველოს ერთ-ერთ საკურორტო ზონას მესტია წარმოადგენს. ის ზემო სვანეთში მდებარეობს, თუმცა მესტიაში არსებული ჯადოსნური გარემო თავს სკანდინავიის ქვეყნებში წარმოგადგენინებთ.
-
თუ ხართ მოთხილამურე და გიყვართ სრიალი, მაშინ სამთო-სათხილამურო კურორტებს, ბაკურიანსა და გუდაურს უნდა ესტუმროთ.
ბაკურიანში არის საბაგიროები, რესტორნები, კაფეები და საციგურაო მოედანი.
გუდაური საუკეთესო ადგილია, როგორც თხილამურებით სრიალისთვის ასევე, სნოუბორდით სრიალისთვის.
გაზაფხული საქართველოში
შეუძლებელია არ ვისაუბროთ საქართველოს დედაქალაქზე, რომელიც გაზაფხულზე განსაკუთრებულად ლამაზია. ამ სეზონზე თბილისში აუცილებლად უნდა მოინახულოთ უძველესი ვიწრო ქუჩები. ნამდვილად ღირს, გაზაფხულის თბილ საღამოს ქუჩების დათვალიერება და იმ სურნელით ტკბობა, რომელსაც დაკვირტული ხეები ამ სეზონზე აფრქვევენ.
თბილისს განსაკუთრებულად ამშვენებს გაზაფხულის ხმაური. ამ სეზონზე, ყველა ცდილობს თბილი საღამოები გარეთ გაატაროს. ამ დროს ხალხის მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა შარდენი და თავისუფლების მოედანი.
ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს ასევე მარჯანიშვილის, აღმაშენებლის ქუჩებს და მშრალ ხიდს, სადაც უამრავი ხელნაკეთი და ძველი ნივთი იყიდება. ტურისტების მოწონებას განსაკუთრებით ხელნაკეთი სამაჯურები და სხვა სამკაულები იმსახურებს.
თბილისში ხშირია წვიმიანი დღეებიც. ასეთ დროს გარეთ ყოფნას ყველა რესტორანს ამჯობინებს.
- "Where are the best Georgian restaurants in Tbilisi?"- ეს არის წვიმიან დღეებში ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, როგორც ქუჩაში ასევე სოციალურ ქსელებში.
საქართველოში მოგზაურობას ყველა ტურისტი სხვადასხვანაირად აფასებს. უამრავი შეფასებიდან, რამდენიმე მათგანი შევარჩიეთ:
- ‘’Georgia is something I adore. I had the most incredible 10 days of my life there.’’
- ‘’Georgians are the most welcoming. People you encounter on the street will always smile and offer you advise.“
- ‘’During my time in Georgia, I fell in love with Georgian cuisine, particularly the Georgian restaurant ‘’Bread & Wine’’, which serves traditional Georgian delicacies.“
ტურისტები ასევე ბევრს საუბრობენ საქართველოში გატარებული ზაფხულისა და შემოდგომის დაუვიწყარ დღეებზე. აღნიშნულ სეზონებზე საკურორტო ზონების ჩამონათვალს კი შემდეგ სტატიაში გაგაცნობთ.