რიგი ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა ამერიკელ დიპლომატებთან ურიერთობებში სიფრთხილის გამოჩენა დაიწყეს. ყოველივე ინტერნეტ გვერდ "ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული მასალების შემდეგ მოხდა. ეს აღიარება პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა დეივ ლაპანმა გააკეთა.
"უკვე ვხედავთ გარკვეულ ცვლლებებს იმაში თუ როგორ ურთიერთობენ ჩვენთან და როგორ გვინაწილებენ ინფორმაციას სხვადასხვა მთავრობებისა და სახელმწიფოების წარმომადგენლები" - განაცხადა ლაპანმა, თუმცა არ დააკონკრეტა თუ კონკრეტულად რომელ მთავრობებსა და ქვეყნებზე მიდიოდა საუბარი.
მან ასევე პასუხი არ გასცა კითხვაზე იმის შესახებ, განუცხადა თუ არა რომელიმე ქვეყანამ ვაშინგტონს იმის შესახებ, რომ მას მეტს საიდუმლო ინფორმაციას არ გაუზიარებს.
პოლკოვნიკმა დეივ ლაპანმა ასევე აღიარა უკვე გაჩენილი წარმოდგენები იმის შესახებ რომ აშშ-ში არ შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა რა თქმა უნდა გარკვეულ ცვლილებებამე მიდის და ამიტომაც სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებში თანამშრომლობის დონის კლება შეინიშნება.
მისივე თქმით, შემაშფოთებელია ისიც, რომ ამის შემდეგ ფარული ინფორმატორები ან ის პირები, რომლებიც სადაზვერვო ინფორმაციას ფლობენ, უფრო ნაკლები სურვილით ითანამშრომლებენ, ვინაიდან მათ ექნებათ შიში იმისა, რომ მათი ვინაობა საიდუმლო მიმოწერის დროს გაჟღერდება და ადრე თუ გვიან გამოქვეყნდება კიდეც.
თავის პენტაგონელ კოლეგას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ფილიკ კროული ეთანხმება და აცხადებს, რომ აშშ-ს ძალიან კარგად ესმის, რომ ყოველივე მომხდარი მასსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე რაღაცნარად მაინც აისახება.
მისივე თქმით, რიგ შემთხვევებში უცხო ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა უკვე ითხოვეს მათ ქვეყნებში ამერიკელი დიპლომატების რაოდენობის შეზღუდვა. ხოლო ამერიკელ დიპლომატებთან ერთი შეხვედრის წინ კი განაცხადეს, რომ "ყველამ ბლოკნოტები კარს მიღმა დატოვონ".