ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ბაშკირეთმა სამხრეთ ოსეთს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. კოკოითის ე. წ. მთავრობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გივი თადეევი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთში უფიდან დაახლოებით ას ერთი ათასი სამზარეულო ნივთი გამოიგზავნა.
თადეევი აცხადებს, რომ ეს საოჯახო ნივთები 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაზარალებულ ოჯახებს დაურიგდებათ.
"სამზარეულოს ნივთები დაზარალებულ ოჯახებს უკვე ურიგდებათ", _ აცხადებს თადეევი.