„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებს ხაბეიშვილი თუ მოიგებს, ხაბეიშვილს მიუერთებენ, გადაზელენ ელენე ხოშტარიაში. ამას შეეცდება კეზერაშვილი, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ხაბეიშვილის გაკეთილშობილებას ელენე ხოშტარიათი შეეცდებიან.
„მელია თუ მოიგებს არჩევნებს, ამ ყველაფრის შემდეგ, არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ ხაბეიშვილი თუ მოიგებს, ხაბეიშვილს მიუერთებენ, გადაზელენ ელენე ხოშტარიაში. ყოველ შემთხვევაში, ამას შეეცდება კეზერაშვილი – რაშიც ფული დაუხარჯავს, შემდეგ ყველაფერი ერთად შეაერთოს და ელენეთი შეეცდებიან ხაბეს გაკეთილშობილებას, თუ ელენე ამას დათანხმდა და ამ გაერთიანებას დათანხმდნენ. ანუ ვაშაძის ქვეშ გაერთიანდებიან და ვაშაძე იქნება ხაბეს ლიდერი ისევ“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.