ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ტვ პირველის ეთერში ნიკა მელიას ინტერვიუს ეხმიანება და ამბობს, რომ ეს იყო "პასუხისმგებლობისგან დაცლილი ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის ინტერვიუ."
"პასუხისმგებლობისგან დაცლილი ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის ინტერვიუ ვიხილეთ. გაოცებული ვარ. არც ერთი სიტყვა პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მის გადაყვანაზე, გეგმებზე, მოქმედებაზე, პარტიის გაძლიერებაზე, რუსი ოლიგარქის დამარცხებაზე, მის მავნებლობაზე, არანაირი კომუნიკაცია აქტივთან და პარტიის წევრებთან, არანაირი მოქმედება, მხოლოდ ბოღმა, ჭორიკნობა, ტალახის სროლა იმ პარტიაზე, რომელსაც ჯერ კიდევ თავმჯდომარეობს. გულწრფელად ვწუხვარ ამ ადამიანის გამო და პირდაპირ გეუბნებით, რომ მინდა ბოდიში მოვუხადო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, რომ იხილეს აბსოლუტურად გაშიშვლებული, პოლიტიკურად უარგუმენტო და მოჭორიკნო პარტიის ხელმძღვანელი”, - ამბობს ხაბეიშვილი.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. პარტიას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი.